29 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა - საქსტატი

წინასწარი შეფასებით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-ივნისში საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.8%-ს შეადგენს.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

"22%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი, მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობების.  სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემოსავლების შემცირება მეტწილად უკავშირდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას. 95%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები," - განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები