პირველად, ევროკავშირი კიბერშეტევების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.
შემზღუდავი ზომები დაუწესდება ექვს პირსა და სამ ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ან მონაწილეობდნენ სხვადასხვა კიბერშეტევაში.
სანქციების დაწესება მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას. ამასთან, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ფინანსური უზრუნველყოფა.