18 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. ლოგარის პროვინციაში დანაღმული ავტომობილი ადგილობრივი გუბერნატორის ოფისთან ახლოს, ხალხმრავალ ადგილას აფეთქდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.
დაჯგუფება თალიბანი მომხდართან კავშირს უარყოფს.
აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, თალიბანი და ავღანეთის ხელისუფლება 3-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.