29 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?" - კუბილიუსი რურუას განაჩენზე

გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების გადაწვეტილებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი. ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაფრთხილება მისცა ქვეყანას სასამართლო და საარჩევნო პროცესის პოლიტიზების თავიდან არიდების შესახებ. კუბილიუსი აცხადებს, რომ ოპოზიციური ტელეარხის ინვესტორს პატიმრობა მიუსაჯეს და სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება. 

"სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საარჩევნო პროცესისა და სასამართლო სისტემის შესახებ უკვე გააფრთხილა, თუმცა მართლმსაჯულების პოლიტიზება გრძელდება : გ.რურუას, ოპოზიციური ტელეარხის ინვესტორს პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?" - წერს კუბილიუსი. 

"მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები