იმერეთის სოფლებში შიმშილაქედსა და ახალ სვირში გაზიფიცირება დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას განცხადებით 3-წლიანი მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 400-მდე დასახლებული პუნქტი ჩაერთვება გაზიფიკაციის ერთიან ქსელში და დამატებით 100,000-ამდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს.
"ეს არის დიდი მასშტაბური პროგრამა, რომელსაც კოვიდმაც კი ხელი არ შეუშალა და ყველა ვადის დაცვით ხორციელდება გაზიფიკაცია," - განაცხადა ნათია თურნავამ.