ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გერმანიაში ბაზირებული სამხედრო კონტინენტიდან ნაწილი შავი ზღვის რეგიონში გადაიყვანოს - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს, თუმცა ამერიკულ მედია საშუალებას, კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია.
საერთო ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბაზირებული სამხედრო კონტინგენტიდან 12 000 ჯარისკაცი გამოჰყავს.
თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ პროცესი "რამდენიმე კვირაში" დაიწყება, ხოლო ამ 12 000 სამხედრო მოსამსახურიდან 6 400 აშშ-ში დაბრუნდება, 5 600 კი ევროპის კონტინენტის სხვა ქვეყნებში იქნება გადასროლილი.
კერძოდ, ძალების ნაწილის ბაზირება იგეგმება იტალიაში, ხოლო აშშ-ის, ევროპისა და სპეციალური ოპერაციების სასარდლო შტუტგარდიდან ბელგიაში გადავა.