29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ხვალ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პირველი პროცესი გაიმართება -  ახალი და სკანდალური ჩვენებები საქმის 23-ე ტომიდან

ხვალ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პირველი პროცესი გაიმართება. 11 სრულწლოვნის მსგავსად, დაცვის მხარე 6 არასრულწლოვანის გირაოთი გამოშვებას ითხოვს. მანამდე კი საქმის 23-ე ტომიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არასრულწლოვანმა ე.ხ-მ გამოძიებას ახალი და სკანდალური ჩვენება მისცა. ანა გაბეჩავას წვეულების სტუმარი ჰყვება, რომ 18 ივნისის ღამეს მის მეგობარ ვანო თეგაძესთან ერთად აგარაკზე მას შედეგ დარჩა, რაც ყველა სტუმარი წავიდა. ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ავტომაგისტრალზე გიორგი ქათამაძის, კოკო ღიბრაძისა და ვახო ახვლედიანის ცემის შემდეგ, მერსედესის ყველა მგზავრი აგარაკზე დაბრუნდა და წვეულების სტუმრების ძებნა განაგრძეს. ე.ხ. იხსენებს, რომ მეგობრებთან ტერიტორიაზე მისთვის უცნობი მამაკაცი შენიშნა, რომელიც მათზე უფროსი იყო საპირფარეშოში ხელებს იბანდა. ეს მამაკაცი, სავარაუდოდ მორაგბე და რკინის ხელკეტიანი ნიკა ჟვანიაა, ცდილობდა თუ არა ის კვალის წაშლას - უცნობია.

ის, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები ნარეკვავში შურისსაძიებლად ჩავიდნენ, ე.ხ.-ს მეგობრის ჩვენება მოწმობს. ვანო თეგაძე ამბობს, რომ "მერსედესამდე" აგარაკზე "ტოიოტა ქამრის" 6 მგზავრი მივიდა და წვეულების სტუმრებს ეძებდნენ. კითხვებს სტუმრებთან დაკავშირებით დაზარალებული და ამავდროულად ბრალდებული, წვეულების დაუპატიჟებელი სტუმარი ვახო ჩიქოვანი სვამდა. ამის შემდეგ კი ექვსეულმა ტერიტორია დატოვა და ავტომაგისტალზე შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხა.

გიორგი მერაბიშვილის ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ენდოს გამოძიება მოწმეებს და არა 8 ბრალდებულს, რომელზეც თეგაძე საუბრობს. "კურიერთან" საუბრის დროს როსტომ კერესელიძემ განმარტა, რომ მერაბიშვილსა და არასრულწლოვან ლ.შ.-ს გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები აგარაკზე კონფლიქტში მონაწილეებში შეეშალათ. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაძალადეველები ავტობანის ექვსეულს შეცდომით გაუსწორდნენ, შემდეგ კი აგარაკზე დანარჩენების ძებნა განაგრძეს.

არასრულწლოვანი ზ. ხ-ს ადვოკატები ზუსტად ვერ ამბობენ, ვისი ავტომობილი უნდა წამოეყვანათ მცხეთიდან ან ჰქონდა თუ არა კონტაქტი მას იქ დარჩენილ მეგობრებთან

18 ივნისის დაუპატიჟებელი სტუმრისა და თავგატეხილი ვახო ჩიქოვანის ადვოკატი შურისძიების მოტივს გამორიცხავს. არჩილ ბერიანიძემ, დღეს ჩიქოვანთან ერთად ამოცნობის პროცედურაზეც უარი განაცხადა. მისი თქმით ბრალდებული, გურამ ამირხანაშვილს უნდა ამოეცნო. გამომდინარე იქიდან რომ დაზარალებულმა ჩიქოვანი საექსპერტო ბიუროში ნახა და ასევე მისი კადრების ხილვა ტელე ეთერებითაცაა შესაძლებელი, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ამოცნობამ აზრი დაკარგა. ნიკა ჟვანიასთნ დაკავშირებით ბერიანიძე კითხვებს აღარ პასუხობს, ოჯახმა ახალი ადვოკატი იქირავა

დღის ამბები