29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
"ქართული მარშის" აქცია "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისთან - შეკრებილები "სოროსის ფონდის" აკრძალვას მოითხოვენ

"ქართულმა მარშმა" ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა "სოროსის ფონდის" საქმიანობა გააპროტესტეს და მოითხოვეს, რომ უცხოელი დონორების მიერ საქართველოს სახელმწიფო საქმიანობაში ჩარევა და დაფინანსება შეწყდეს,  მათი თქმით, დონორები ამ დაფინანსებას სახელმწიფოს საზიანოდ იყენებენ.

შეკრებილებმა ულტიმატუმიც წამოაყენეს, მათი თქმით თუ პარლამენტი 2 კვირაში არ აკრძალავს უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ასევე არ აიკრძალება საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობა, "ქართული მარში" "სოროსის ფონდის" მუდმივ პიკეტირებაზე გადავა. შეკრებილებმა ადგილზე ჯორჯ სოროსის ფიტულიც დაწვეს.

საქართველოს ადგილობრივი ფონდი ცნობილი ფილანტროპის და ბიზნესმენის ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ღია საზოგადოების ფონდების წევრი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 1994 წელს დაიწყო.  ღია საზოგადოების ფონდის განცხადებით, ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება  ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას, მედიის დამოუკიდებლობას, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, რეფორმების განხორციელებას ჯანდაცვის სფეროში და სოციალურ თანასწორობას.  იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

 

დღის ამბები