29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ლ.შ-ს ისიც კი შეეშალათ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ისინი, ვინც განახორციელეს ფიზიკური ძალადობა ე.წ ნახალოვკელებზე - ადვოკატი როსტომ კერესელიძე

გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე აცხადებს, რომ მისი დავის ქვეშ მყოფს და ასევე ლ.შ-ს, რომლებმაც ე.წ "მერსედესის მგზავრებს" გზაზე მოძრავი "ექვსეულის" (გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი), კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი) და გიორგი ქათამაძე) შესახებ აცნობეს, ისინი მათთან დაპირისპირებულ პირებში აერიათ.

გიორგი მერაბიშვილი არის ის პირი, რომელიც 18 ივნისის ღამეს ექვსეულის შორიახლოს გადაადგილდებოდა მეგობარ ლ.შ-სთან ერთად. სწორედ ლ.შ დაუკავშირდა ირაკლი მუმლაძეს და "ექვსეულის" ადგილმდებარეობა აცნობა მეგობრებს და ასევე თხოვა თბილისში წამოყვანა. ასევე ადვოკატი არ ენდობა იმ მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც აცხადებენ რომ მცხეთაში მიბრუნებული ნაძალადეველები დაინტერესდნენ, თუ სად იმყოფებოდნენ წვეულებიდან უკვე წასული სტუმრები.

"რატომ უნდა ვენდოთ თეგაძეს და მის მეგობარს და არ უნდა ვენდოთ იმ 8 ადამიანს, რომლის მიმართაც არის საქმე წარმოებული? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ლ.შ-ს, ისიც კი შეეშალათ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა ე.წ ნახალოვკელებზე, ესეც კი შეეშალათ და არასწორად განსაზღვრეს. რაც შეეხება ტელეფონის ნომრის გამორთმევას, ეს ჩვეულებრივი მომენტია, როგორც ყველგან და ყველა ქალაქში ხდება, რომ უბრალოდ ურთიერთობები გაერკვიათ," - აცხადებს როსტომ კერესელიძე.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.

დღის ამბები