29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
პარტია "რეფორმებმა" ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკურმა პარტია "რეფორმებმა" შეხვედრა გამართა ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ღონისძიებაზე ისაუბრეს ჰოლაკრატიაზე, როგორც მმართველობის თანამედროვე მოდელზე, მის უპირატესობაზე და მართვის ეფექტურ მექანიზმზე ქართულ რეალობაში.

"ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძირეული რეფორმები, სისტემური პრობლემების მოგვარება, ამიტომაც ჩვენ გვინდა, რომ წარვადგინოთ ეს ხედვა. ჩამოვაყალიბოთ საბოლოო ჯამში ისეთი რეფორმა, რომელიც მართლა შეცვლის არსებულ რეალობას," – აცხადებს პოლიტიკური პარტია "რეფორმების" თავჯდომარე თორნიკე ჯამაშვილი.

კონსტიტუციონალისტმა და "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" წევრმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდები ბოლო დროის განმავლობაში ხშირად ინტერესდებიან პოლიტიკით, რაც ძალიან სასიამოვნოა.

"ეს არის ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაცია, რაც ფრიად საჭირო არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრისათვის და ზოგადად ლანდშაფტისათვის. ძალიან სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდები უკვე ინტერესდებიან ასე მნიშვნელოვნად პოლიტიკით," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

დღის ამბები