29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
კელი დეგნანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და მისი გაფართოებისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისში ვიზიტის მეორე დღეს, ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და მისი გაფართოებისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ელჩი მოხარულია, რომ აეროპორტის გაფართოების მხარდაჭერით ამერიკის მთავრობა წვლილს შეიტანს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.

ასევე, ელჩი შეხვდა დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელებს, რათა საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზაციული სტრუქტურასა და ქვეყნის ტერიტორიულ თავდაცვაში დასავლეთ სარდლობის როლს უკეთ გაცნობოდა.

შეხვედრის შემდეგ ელჩმა გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაათვალიერა და გაიგო, საშუალო სკოლის ბოლო სამი წლის მოსწავლეებისთვის, როგორ უთავსებს ერთმანეთს აღნიშნული სასწავლებელი ტრადიციულ სასწავლო გეგმასა და საწყის სამხედრო განათლებას.

ვიზიტის ბოლოს ელჩი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს იმერეთში არსებულ მედიაგარემოზე სასაუბროდ შეხვდა და ჟურნალისტებისგან ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღო ინფორმაცია.

დღის ამბები