29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ რუსეთის გავლენის ზრდისთვის ხელშეწყობა აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას გამოიწვევდა - გიორგი კანდელაკი

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მისმა პარტიამ  "ქართული ოცნება" არაერთხელ გააფრთხილა, რომ ქვეყანაში რუსეთის გავლენის ზრდისთვის ხელშეწყობა  აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას გამოიწვევდა.

მისივე შეფასებით, კონგრესმენების ახალი წერილი საქართველოსთვის მძიმე გარემოებაა.

"ქართული ოცნების" წევრები, დარწმუნებული ვარ, დღესაც გაგვაკვირვებენ ათასგვარი სისულელის, ლეგენდების და ზღაპრების შეთხზვით, როგორ გაამართლონ ეს მძიმე წერილი, საქართველოსთვის მძიმე სურათი. "ევროპული საქართველო" მათ მთელი ეს პერიოდი აფრთხილებდა, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდისთვის ხელშეწყობა, რომ დემოკრატიაზე შეტევა, რომ მთლიანად ვითარების გაუარესება, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, რაზეც არის კიდეც საუბარი ამ წერილში, ეს ყველაფერი გამოიწვევდა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაუარესებას,"-განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

ამერიკელი კონგრესმენების წერილს ხელს აწერენ ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი. წერილში საუბარია საქართველოში დემოკრატიის კრიზისსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე. კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას სთხოვენ .

6 კონგრესმენის ავტორობით წერილი 27 ივლისით არის დათარიღებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ამერიკული ბიზნესის განდევნას ცდილობს, რაც კერძო სექტორში რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად კეთდება.

დღის ამბები