29 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია, ხოლო 2-ის წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია, ხოლო აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მისივე თქმით, დანარჩენი 2 დადასტურებული შემთხვევის წყარო უცნობია და კონტაქტების და წყაროს მოძიების თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 1,160-ს შეადგენს. 

6-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ და ამ ეტაპზე განკურნებულთა რიცხვი 935-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6,489 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 337.

დღის ამბები