მექსიკაში ტროპიკული შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარეებმა ქუჩები დატბორა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.
წყალი ბავშვთა საავადმყოფოშიც შევიდა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.