29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
რაჭაში სტიქიის ზონიდან 100-ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. უსაფრთხო ადგილას 100-ზე მეტი მოქალაქე გადაიყვანეს, მათ შორის ბავშვებიც.

ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილიდან განაახლეს, რომლებიც მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან.

ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ზონაში მუშაობენ დრონები.

დღის ამბები