29 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ.გვრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

გარდაცვლილი 79 წლის ქალია, ის მცხეთის საავადმყოფოში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტს, კორონავირუსის გარდა, ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1155 -ია. მათ შორის გამოჯანმრთელედა 929 პაციენტი.  საავადმყოფოში მკურნალობას 248 პაციენტი აგრძელებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 29 ივლისისთვის 17 ადამიანია. 

დღის ამბები