29 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტი დუმილის უფლებას იყენებს

ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტი ვაკის პოლიციის პირველი განყოფილებიდან, წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს.

მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ის წარსულში ნასამართლევია. როგორც ირკვევა, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს - ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავების დროს "კურიერმა" შეძლო ბრალდებულთან გასაუბრება.

ირაკლი ღლონტის მამის თქმით, მის შვილს ლერი სულაბერიძესთან კავშირის შესახებ სახლში არაფერი უთქვამს. 

დაკავებული ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ღლონტი დუმილის უფლებას იყენებს. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის დაკავებული. დაკავებული ავტომატურად ითვლება ბრალდებულად, ხოლო რა ქმედებისთვის მოხდება ბრალის წაყენება, ეს დაკავებიდან 48 საათში გაირკვევა, როდესაც ჩაგვბარდება დადგენილება სისხლის სამართლის დაწყების თაობაზე. დაკავების შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას,"- აცხადებს ადვოკატი კახა წერეთელი.

შეგახსენებთ, ლერი სულაბერიძეს წყნეთის გზაზე, ე.წ კაკლების ტერიტორიაზე გუშინ საღამოს დაესხნენ თავს. ინციდენტის დროს სულაბერიძე გადარჩა, მის მანქანას კი 5 ნატყვიარი აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები