29 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ის პროცესები რაც ახლა ოპოზიციაში მიდის ნამდვილად ჯანსაღია - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე განაცხადა, რომ ეს დემოკრატიის თანმდევი და ჯანსაღი პროცესია.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიები მალე ფოკუსირდებიან იმაზე, თუ რას შესთავაზებენ საზოგადოებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.  

"დემოკრატიულ პროცესებს ახასიათებს გარკვეული დათმობები პარტიებს შორის, კომპრომისები თუ სხვადასხვა საკითხებზე დისკუსია და განხილვები, ასევე, ამ პრიორიტეტების ასახვა. შესაბამისად, ის პროცესები რაც ახლა ოპოზიციაში მიდის ნამდვილად ჯანსაღია. ვიმედოვნებ, რომ მალე ფოკუსირდებიან საკუთარ პლატფორმებში იმაზე, თუ რას შესთავაზებენ ამომრჩეველს, იმ შემთხვევაში თუ მათ აირჩევენ, რადგან ეს არის მთავარი არჩევნებში, რასაც ოქტომბერში უნდა ვიხილოთ,"-განაცხადა კელი დეგნანმა. 

დღის ამბები