დღეიდან თურქეთი და აზერბაიჯანი ფართომასშტაბიან ერთობლივ წვრთნებს იწყებენ. თურქული სამხედრო ვერტმფრენები ნახიჩევანის რეგიონში ჩაფრინდნენ.
სწავლება 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე ჩატარდება. წვრთნებში ორივე ქვეყნის სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია და საავიაციო ტექნიკა ჩაერთვება.
ერთი კვირის წინ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს სომხეთმა და რუსეთმაც.