29 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
წყალდიდობა რაჭაში - პრემიერის დავალებით სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ. რაჭაში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატ გოჩა ენუქიძე.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ისინი სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს ადგილზე გაეცნობიან, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.

ძლიერი წვიმის შედეგად, არსებული ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა რიონმა ხიდები წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა. რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

დღის ამბები