29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევა - გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 1,155 შეადგინა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

2-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ და ამ ეტაპზე განკურნებულთა რიცხვი 929-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6489 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 337.

დღის ამბები