29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
რაჭაში სტიქიას ებრძვიან - ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

რაჭაში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადგილზე მოქალაქეები არიან ჩარჩენილი და მიმდინარეობს მათი გამოყვანის სამუშაოები. ძლიერი წვიმა გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათით გაგრძელდა. 

დღის ამბები