29 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
მორიგი რეისი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად - ათენიდან ჩამოსული მგზავრები საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგი რეისი შესრულდა. 180 ადამიანი ათენიდან ამჯერად ქუთაისში ჩამოფრინდა.

მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც 2 კვირა დარჩებიან.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეები ქვეყნის მასშტაბით 105 სასტუმროშია მოწყობილი. დღეისათვის იქ 6500-მდე ადამიანია განთავსებული.

დღის ამბები