29 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მონახულება ამ დრომდე ვერ შეძლეს 

საქართველოში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება ამ დრომდე არ მიეცათ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, დე ფაქტო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ლია გიგაურის თქმით, უკანონო პატიმრობის თემას ქართული მხარე 30 ივლისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე მწვავედ დააყენებს.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ დაჭრილ 33 წლის ზაზა გახელაძეს ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

"ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან. ისინი კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან და კიდევ ერთხელ მიმართეს დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად გაუწიონ დახმარება იმისათვის, რომ მოინახულონ ზაზა გახელაძე. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მათ მონახულებას ისინი დღეს არ გეგმავდნენ, შესაბამისად, სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ არც ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის გართულებული, დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.    

დღის ამბები