29 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
"ეს იყოს ოპონენტების სინდისზე, მე ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე" - ბადრი ჯაფარიძე საბანკო საქმესთან დაკავშირებით კრიტიკაზე

ოპონენტების მხრიდან "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მიმართ საბანკო საქმესთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას "ღამის კურიერში" "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა. კითხვაზე იქნება თუ არა მისი პოლიტიკური ძალისთვის ეს ფაქტორი ხელისშემშლელი ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის ამაყობს იმით, რაც საქართველოს საბანკო სექტორში მისმა გუნდმა შექმნა, მსგავსი კრიტიკა კი მისი ოპონენტების სინდისზე იყოს:

"ეს იყოს ოპონენტების სინდისზე, მე ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე, ჩვენ შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში და ყველა ის პროექტი, რომელიც გავახორციელეთ, არის სამაგალითო.

მე მინდა დავიწყოთ საბურთალოს მაგალითზე კონკურენცია, რომელიც არ იქნება ლანძღვა-გინებაზე და შეურაცხყოფაზე აგებული, არამედ იქნება საგნობრივი კრიტიკა,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ მისი თქმით, მისი მთავარი კონკურენტი "ქართული ოცნებაა" და მისი მთავარი ამოცანაც "ქართული ოცნების" დამარცხებაა.

ბადრი ჯაფარიძემ, ასევე, უპასუხა თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომელმაც მას სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი უწოდა და განაცხადა, რომ მას სალომე ზურაბიშვილისთვის არასდროს მხარი არ დაუჭერია.

დღის ამბები