29 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
როდესაც საუბარი იყო მაჟორიტარების ავკარგიანობაზე, მაგალითად მოჰყავდათ ჩემი მაჟორიტარობა და არა სხვისი - დავით ჭიჭინაძე

ისნის მაჟორიტრობის კანდიდატმა დავით ჭიჭინაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ როდესაც "ქართულ ოცნებაში" ექსპერტები მაჟორიტარის ინსტიტუტის სიკეთეებზე საუბრობდნენ, მაგალითად მისი მაჟორიტარობა მოჰყავდათ.

მან აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის" მაჟორიტარობის ეტალონი აღმოჩნდა. 

"რაც შეეხება თავდაჯერებულობას რაც გაძლევს, მე 4 წელია ვმუშაობ, ერთი დღე არ დამისვენია და ჩემს ამომრჩეველს ვემსახურები ისე, როგორც ვემსახურები. რეალურად, თუ შევხედავთ, როდესაც იყო კამათი მაჟორიტარი დეპუტატების ავკარგიანობაზე 14 ნოემბრის მერე, როდესაც პროპორციულის კანონი ჩააგდეს და ამტკიცებდნენ, რომ კარგია მაჟორიტარული სისტემა, მაგალითად მოჰყავდათ ჩემი მაჟორიტარობა და არა სხვისი.

"ქართული ოცნების“ ე.წ. ექსპერტებმა, რომლებიც დაობდნენ ამ საკითხზე, მათ თქვეს ეს, მათთვის აღმოვჩნდი ეგ საზომი, თორემ ჩემი თავი არასდროს შემიდარებია ეტალონისთვის. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი და ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ამომრჩევლებისთვის პირველ რიგში ვარ მეგობარი, უბნელი და ბუნებრივია, როდესაც მათ ინტერესებს ეხება, ვიცავ მათ ინტერესებს,"-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღის ამბები