29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა წყნეთში - ლერი სულაბერიძე, რომლის მანქანასაც 5 ტყვია ესროლეს, ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ლერი სულაბერიძეზე - მას ცეცხლი ავტომანქანიდან უცნობმა პირებმა გაუხსნეს. სულაბერიძე გადარჩა, მას ტყვია არ მოხვდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დამიზნებით ესროლეს ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა ლერი სულაბერიძე. მანქანას 5 ტყვია აქვს მოხვედრილი, თავად სულაბერიძეს დაზიანებები არ მიუღია, ის ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებასა და მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

ამ დროისთვის ძალოვან უწყებას დაკავებული არავინ ჰყავს. 

დღის ამბები