29 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
კანონი, რომელმაც შშმ პირთა უფლებების რეალიზება უნდა უზრუნველყოს - ისტორიული დოკუმენტი 150 ათასამდე ადამიანის ცხოვრებას შეცვლის

საბოლოო შედეგამდე ერთადერთი ნაბიჯი - იმ კანონის აღსრულება დარჩა, რომლის საკანონმდებლო დონეზე მიღებასაც გიორგი ძნელაძე ათეულობით წლები ელოდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დასაცავად თავადაც ამ სტატუსის მატარებელი, უკვე წლებია იბრძვის. ახალი კანონის ამოქმედებით ქვეყანას პირველად აქვს კონკრეტული მექანიზმი, რომელმაც შშმ პირთა უფლებების რეალიზება უნდა უზრუნველყოს.

ისტორიულმა დოკუმენტმა 150 ათასამდე პირის ცხოვრება უნდა შეცვალოს. შშმ პირთა უფლებების დაცვის გარანტიებზე მიმართული კანონი სამედიცინო მიდგომიდან სოციალურ მოდელზე გადასვლას გულისხმობს. დოკუმენტით გათვალისწინებული რიგი ვალდებულებები სერვისებისა თუ შენობების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებასაც ითვალისწინებს. ამ კუთხით გარკვეული ვალებულებების შესრულება თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას მოუწევს.

პარლამენტის მიერ 14 ივლისს მეორე მოსმენით მიღებული კანონი, საკანონმდბელო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა. შშმ პირთა უფლებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი დამტკიცებამდე, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც შეაფასეს. საპარლამეტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის შექმნის პროცესი რთული და კომპლექსური იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რამდენიმე კანონპროექტის დაწუნების შემდეგ პარლამენტმა საბოლოოდ სამთავრობო უწყებების შეთანხმებით დაწერილი დოკუმენტი დაამტკიცა. შშმ პირთა ერთიანი საკანონმდებვლო აქტის შემუშავებაზე იუსტიციის სამინისტრომ იმუშავა.

ზუსტად 25 წელი დასჭირდა საქართველოს იმისთვის, რომ შეეცვალა 1995 წელს მიღებული ის კანონი, რომელმაც შშმ პირების კუთხით არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობდა.

დღის ამბები