"კურიერის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, წყნეთის გზაზე, კაკლებთან "ვერის საძმოს" ყოფილი წევრის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას ესროლეს.
ინციდენტის შედეგად ლერი სულაბერიძე არ დაშავებულა, ნატყვიარები მხოლოდ ავტომანქანაზე შეინიშნება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
"რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფი უკვე შემთხვევის ადგილზეა და მომხდარის დეტალებს "კურიერის" 9 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.