29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების ადვოკატები, შუამდგომლობის დაყენებას და გირავნობის მოთხოვნას აპირებენ

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

მიზეზად საგამოძიებო უწყება კონკრეტულ საპროცესო მოქმედებებს ასახელებს, რომელიც უწყების ინფორმაციით, განსხვავებულად უნდა ჩატარდეს.

გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია დევნა დაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელ დამატებით საგამოძიებო მოქმედებებზე. ასევე განზრახ მკვლელობის ეპიზოდზე.

პროკურატურა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა.

საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. შსს-ში დღეს გამოკითხვაზე სამი პირი იმყოფება. ისინი იუბილარ ანი გაბეჩავას წვეულების სტუმრები არიან, კონკრეტულად გამოძიებას მათთან რა კითხვები აქვს ჯერჯერობით უცნობია.

არასრულწლოვნების ადვოკატები კი აცახდებენ, რომ გირავნობის შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ, თუმცა მათ იმედი არ აქვთ, რომ ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს არის რიგითი პროცედურა, რომელიც პროკურატურას უნდა განეხორციელებინა და სრულწლოვნების და არასრულწლოვნების საქმე ერთმანეთისგან გამოეყო. 

ადვოკატთა ნაწილი ამბობს, რომ შესაძლებელია კონკრეტულ პირებს 109-ე მუხლით დაუმძიმდეთ ბრალი.

შეგახსენებთ, 19 ივლისს დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 11 პირის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა.

მომდევნო პროცესი კი 31 ივლისს არის ჩანიშნული.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები