29 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"სასარგებლოა, როდესაც ქვეყნის ლიდერები საუბრობენ ერთმანეთთან" - კელი დეგნანი მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შესახებ

სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის -  სახელმწიფო მდივნის გზავნილებს ცოტა ხნის წინ ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გამოეხმაურა.

დიპლომატი მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციას დადებითს უწოდებს. კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები.

ელჩი აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის არის კიდევ ერთი შანსი, წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიული პროცესების მიმართ. 

"ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ქვეყნის ლიდერები საუბრობენ ერთმანეთთან. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოს მიმართ ინტერესი და ყურადღება დიდია. განსაკუთრებით, ოქტომბრის არჩევნების მიმართ, იმიტომ, რომ ეს არის კარგი შანსი საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიული პროცესების მიმართ და ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც არ იქნება ამომრჩევლის დაშინება, ადგილი არ ექნება ხმების მოსყიდვას და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.  

დღის ამბები