კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით დედამიწაზე ომი აღარ იქნება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფიქრობს, რომ ქვეყანას ომებში მონაწილეობის მიღება აღარ დასჭირდება, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კორეის ომის დასრულების 67-ე წლის იუბილეზე, ვეტერანებთან საუბრისას კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღი ჩრდილოეთ კორეას საშუალებას მისცემს, იმპერიალისტებისა და მტრული ძალების მხრიდან სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ თავი დაიცვას.