29 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პაციენტების 99 % გამოჯანმრთელდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე იმყფებოდა აშშ ელჩი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არის ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით.

საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაცემების თანახმად, კვლევა ჩაუტარდა 2. მილიონზე მეტ ადამიანს.

ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების თითქმის 99 % გამოჯანმრთელდა. სახელმწიფომ C ჰეპატიტზე 70 ათას ადამიანს უმკურნალა.

დღის ამბები