საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მაღალია. მხოლოდ რუსეთში, ერთ დღეში ვირუსი 6 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა.
კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სომხეთში. აზერბაიჯანში ეს მონაცემი - 396-ს, უკრაინაში კი 919-ს შეადგენს. რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანაში კორონავირუსი ათასამდე პაციენტს დაუდგინდა.
"28 იანვრის მონაცემებით, უკრაინაში ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგანაც 61 ბავშვია, 55 კი მედპერსონალიდან გახლავთ. კორონავირუსის დამარცხება 622-მა პაციენტმა შეძლო, 13 ინფიცირებული კი გარდაიცვალა," - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაკსიმ სტეპანოვმა.