სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
ის აღნიშნულ თანამდებობას 1 აგვისტოდან აღარ დაიკავებს. ახალი გუბერნატორის შერჩევამდე პოსტს მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია დაიკავებს.
"ქართულმა ოცნებამ" ის მაჟორიტარობის კანდიდატად წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის საარჩევნო ოლქებში წარადგინა.
ალექსანდრე მოწერელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რაც 2 წლის განმავლობაში განხორციელდა. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, 2 წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 3 000-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.