29 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის დაავადებულთან კონტაქტი, ერთი კი სამედიცინო პერსონალია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 4 მათგანი იმპორტირებულია, ერთის წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის დაავადებულთან კონტაქტი, ერთი კი სამედიცინო პერსონალია.

"საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1,145-მდე გაიზარდა. 5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 927-ს შეადგენს.

8 ახალი შემთხვევიდან, ერთი მათგანის წყაროს ლილოს ბაზრობა წარმოადგენს. ერთის წყარო გაჩიანია, კიდევ ერთის პირველწყარო დაავადებულთან კონტაქტი გახლავთ, 4 მათგანი იმპორტირებულია, აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ თავისი ცენტრის მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში სიტუაცია არ შეცვლილა. 

"ჩვენს ცენტრში მდგომარეობა არ შეცვლილა და კვლავ 41 პაციენტი გვყავს. ასევე გვყავდა 2 მძიმე პაციენტი და დღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საშუალო სიმძიმისაა,"- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები