ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შიიტურმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა, რაც ისრაელის სამხედროებმა აღკვეთეს. ნეთანიაჰუ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ლიბანურ მხარეს აკისრებს.
ისრაელში აცხადებენ, რომ ნებისმიერ თავდასხმას შესაბამისი პასუხი მოჰყვება.
"ჰეზბოლა" ისრაელის მიმართულებით ცეცხლის გახსნისა და ქვეყანაზე შეჭრის ბრალდებას უარყოფს.