29 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1,145-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 927-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გარდაცვლილია 16 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 6,459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 353.

დღის ამბები