29 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მსოფლიოში 650 000-ს გადააჭარბა

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მსოფლიოში 650 000-ს გადააჭარბა. 10 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე განიკურნა. ყველაზე რთული ეპიდსიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია. დონალდ ტრამპი მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

მონაცემები მატულობს ლათინო ამერიკის ქვეყნებშიც. ბოლო ორი დღეა მარტის შემდეგ ყველაზე მეტი ადგილობრივი შემთხვევა დადასტურდა ჩინეთში. გასულ დღე-ღამეში COVID-19  68 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 64 შიდა გადაცემით.

პრევენციულ ზომებს ამკაცრებს ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო. ბელგი​ელებს მომდევნო კვირიდან ოჯახის წევრების გარდა 15-ის ნაცვლად მხოლოდ 5 ადამიანთან კონტაქტის ნებართვა ექნებათ.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს - ლეტალობისა და ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს რუსეთსა და თურქეთში. სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 711-მდე, აზერბაიჯანში კი 423-მდე გაიზარდა.

დღის ამბები