29 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას გაესვა ხაზი მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრისას

მაიკ პომპეო გიორგი გახარიას ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პომპეომ ხაზი გაუსვა თამაშის თანაბარ პირობებს, რაც დემოკრატიული არჩევნებისთვის არსებითი შემადგენელი ნაწილია.

სახელმწიფო მდივანმა კონსტიტუციური ცვლილებებით მიღებული ნაწილობრივ პროპორციული საარჩევნო სისტემა შეაქო და ყურადღება მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

გიორგი გახარიასთან საუბრის შესახებ განცხადება პომპეომ "ტვიტერზეც" გაავრცელა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.

მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაც ავრცელებს.

დღის ამბები