29 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
უდიდესი ამერიკული ელექტრონული პლატფორმა Etsy 120-მდე ქართველი ხელოვანის ონლაინ მაღაზიას გახსნის

უდიდესი ამერიკული კომერციული პლატფორმა Etsy, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით არის დაკავებული, უკვე ქართული პროდუქციის დაახლოებით 14,000-მდე ნივთს ყიდის.

Etsy ელექტრონული კომერციის ვებგვერდი, ორიგინალურ და ტრადიციულ ხელნაკეთ ნივთებზეა ორიენტირებული. 

მათ შორის, ტრადიციულ სასმისებსა თუ ტანსაცმელზე, ასევე სამკაულსა და ქართული რეწვის ნიმუშებზეEtsy-ზე საქართველოდან უკვე 50-მდე სახელოვნებო ონლაინ მაღაზიაა გახსნილი და ეს რიცხვი სულ მალე 120-მდე გაიზრდება.

უდიდესი ამერიკული ელექტრონული პლატფორმა Etsy სულ მალე 120-მდე ქართველი ხელოვანის ონლაინ მაღაზიას გახსნის. გლობალურ ელექტრონულ კომერციულ პლატფორმას ხელოვანებისთვის, 2018 წლის მდგომარეობით, 60 მილიონზე მეტი ხელნაკეთი ნივთი ჰქონდა განთავსებული, რაც გულისხმობს, რომ ვებგვერდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონ გამყიდველს 40 მილიონ მყიდველთან აკავშირებდა.

Etsy-ზე ნივთები საქართველოდან პირველად 2015 წლიდან გამოჩნდა, დღეის მდგომარეობით კი უკვე პორტალი 700-ზე მეტ სახელოვნებო სფეროში მომუშავე ადამიანებს ეთმობათ, სულ მალე კი USAD-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ამ რიცხვს 120 ქართული ონლაინ მაღაზიაც შეემატება. 

დღის ამბები