სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნას სომეხი სამხედრო ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი 45-ჯერ გახსნეს, რასაც აზერბაიჯანის თავდაცვითმა ძალებმა საპასუხო იერიშით უპასუხეს.
მომხდართან დაკავშირებით კვლავ ორმხრივი ბრალდებები ისმის. საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, თუმცა მოვლენები საპირისპიროდ ვითარდება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს, რომელიც კონფლიქტურ რეგიონთან ახლოს გაიმართება.