29 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
შევთანხმდებით და წარვადგენთ იმ პოზიციას, რომელიც აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად - ხატია დეკანოიძე

ეყოლება თუ არა ოპოზიციას მაჟორიტარი დეპუტატობის ერთიანი კანდიდატები - არჩევნებამდე სამი თვით ადრე ეს ისევ გაურკვეველია. დღეს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი სახელისუფლებო გუნდი რეგიონებში ძალების მოსინჯვას დამოუკიდებლად აპირებს, რაც სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა გეგმავენ, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატები წარადგინონ. როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, "ნაციონალურ მოძრაობას" არ დაუმალავს, რომ რეგიონებში ძლიერი პოზიციები აქვს.

"ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს არ დაუმალავს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული და ძლიერი პოზიციები გვაქვს რეგიონებში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც "ევროპულ საქართველოს" და არც სხვა პოლიტიკურ პარტიას არ ქონია "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაღაც  კომუნიკაციის შეფერხება, ამიტომ ჩვენ გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ და მგონი არ არის საჭირო სხვა პარტიების მიერ გაჟღერდეს სხვა პარტიის გადაწყვეტილება და ასევე მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე ეს საკომუნიკაციო არხები კოორდინაციის არ ყოფილა დახურული.

ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ჩვენი გადაწყვეტილების გაჟღერება სხვა პარტიის მიერ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, შევთანხმდებით და წარვადგენთ იმ პოზიციას, რომელიც აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

დღის ამბები