რამზან კადიროვს მიაჩნია, რომ ნობელის პრემიას იმსახურებს. როგორც რუსულ მედიასთან საუბრის დროს ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ის საერთაშორისო ტერორიზმს წარმატებით ებრძვის.
კადიროვის თქმითვე, მას ვაშინგტონი სანქციებს უსამართლოდ უწესებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთ კვირის წინ რამზან კადიროვს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის სანქციები დაუწესა.