29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
მინდა მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს მომავალში შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარზე - გიგი უგულავა

ოპოზიციურ პარტიებს შორის უთანხმოება გრძელდება. როგორც ირკვევა, პოლიტიკურ ძალებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებია. "ევროპული საქართველო" პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებს. 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი, გიგი უგულავა მოუწოდებს კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს პერიოდში შეჯერდნენ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე. 

"მე მინდა მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, უახლოეს მომავალში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში. არ გვინდა, რომ კარი დავუხუროთ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და თუ ისინი შეიცვლიან თავიანთ პოზიციას უახლოესი ორი-სამი დღის განმავლობაში, შემოგვიერთდნენ და კვლავ გავაგრძელოთ და სწრაფად დავასრულოთ ეს პროცესი. თუ ეს მათი სურვილი არ იქნება, ხაზს ვუსვამ, ყველა სხვა დანარჩენი პარტიები, ვინც ვთანამშრომლობთ, ერთიან ფორმატში შევჯერდეთ და უახლოეს დღეებში წარვადგინოთ გამსხვილებული მაჟორიტარები.

მინდა მადლობა გადავუხადო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თანამშრომლობისთვის თბილისის შემთხვევაში. ხაზს ვუსვამ, ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი და ამას უნდა დაეფუძნოს საერთო ოპოზიციური კოორდინაცია არჩევნების დღეს,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

დღის ამბები