29 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, შესაძლოა საკარანტინო პერიოდი გაიზარდოს

ავსტრალიაში ბოლო 24 საათში ინფიცირების რეკორდული, 532 შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიასთან გამკლავება განსაკუთრებით ვიქტორიას შტატში უჭირთ. მთავრობა აცხადებს, რომ შესაძლოა საკარანტინო პერიოდი გაიზარდოს. 

"უნდა გავაცნობიეროთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც კორონავირუსი გვაყენებს. ჩვენი ამოცანაა შევაკავოთ ვირუსის გადაცემა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოების ყველაზე მოწყლვადი ფენა დავიცვათ. თქვენი მოვალეობა ახლა მხოლოდ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვაა," - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ინდოეთშიც. ერთ დღეში ვირუსი 50 ათასამდე ადგილობრივს დაუდგინდა.

ვიეტნამის ერთ-ერთ ქალაქში კორონავირუსის 4 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლებამ 80 000 ტურისტის ევაკუაცია დაიწყო. ვიეტნამში ბოლო 3 თვის განმავლობაში ვირუსის შიდა გადაცემა არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები