29 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის მამა უარს ამბობს გამოძიება სამხარეო პოლიციამ აწარმოოს და საქმის სამინისტროსთვის გადაცემა სურს - ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, რომ გამოძიება სამხარეო პოლიციამ აწარმოოს და საქმის სამინისტროსთვის გადაცემა სურს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით საქმესთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.

"ბატონმა ჯუმბერმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა საერთოდ, რომ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ და შესაბამისად საქმე წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური, სამართლიანია.

არანაირი ვიდეო მტკიცებულებები არ არის ჯერ, არანაირი სხვა არაფერი და შესაბამისად, დანარჩენი უკვე სამინისტრომ უნდა გააკეთოს. არაფერი გახსნილი არ არის როგორც ჩანს, ექსპერტიზას ჯერ არაფერი გაუკეთებია," - განაცხადა უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა.

 

დღის ამბები