29 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
"ლადო ბაჭულაშვილი არის ეს პიროვნება, ვინც დამირეკა და მითხრა, შენი შვილი შარში არისო" - თამარ ბაჩალიაშვილის მამა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნა და მას დიდი პრობლემები ჰქონდა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია.

"მე მჭირდება ის პიროვნება. რატომ მითხრა ჯერ კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობ ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშე არისო, შარშიაო. ლადო ბაჭულაშვილი არის ეს პიროვნება, აგერ მუშაობს მოადგილედ არის. რატომ მითხრა ასე? რატომ გათიშა ტელეფონი? რატომ გვემასხარავა?

მეორე დღით ხალხი რომ გამოვიდა, გზა გადაკეტა. ამასობაში, სახელი დამავიწყდა, აქ არ არის, შეიძლება სადღაც სოროშია მანდა, მოდის მეუბნება, ჩვენ ასე ვილაპარაკეთო? მე მეუბნება. მე არ გამომიყვანია, ხალხი მიდგას გვერდში, მოვედი, მეც არ ვიცოდი ასეთი რაღაცეები, მოდი ერთი წუთით მეთქი და არც კი მისმენდა. რა ქენით, იმ კომპიუტერში რა არის მეთქი, გასკდა გული, ლადო არ პასუხობს მეთქი და ვერ გავხსენით კომპიუტერიო. ეგ მინდა გავარკვიო გაიხსნა თუ არ გაიხსნა? თუ არ გაიხსნა რატომ არ მეუბნები?" - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

დღის ამბები