29 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
გერმანია "დიდ შვიდიანში" რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია

გერმანია "დიდ შვიდიანში" რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია - ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა გააკეთა. მაასის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან მოსკოვთან საუბრები მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც ყირიმის ანექსირების საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესი შესამჩნევი გახდება.

რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნების ინიციატივა შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთნის. რუსეთი გაერთიანებიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა.

დღის ამბები