29 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
წელს ხალხმრავალი ბეშუმობა არ გვექნება, მოგვიწევს ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, წელს სახალხო დღესასწაული ბეშუმობა ფართო მასშტაბით არ ჩატარდება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ჯანდაცვის უწყების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება და იმედს იტოვებს, რომ მაღალმთიანი აჭარის მოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. 

"წელს მომატებული რისკებიდან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჭირდება, რომ ეს სახალხო, ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული ფართო მასშტაბით აღვნიშნოთ, თუმცა აუცილებლად მივულოცავთ.

წელს მოგვიწევს, რომ ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, ამიტომ წელს არ გვექნება ჩვენ ხალხმრავალი ბეშუმობა სამწუხაროდ, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები გაგებით მოეკიდებიან და მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენ რეკომენდაციებს, რომლებიც გვაქვს შესაბამისი უწყებებიდან," - განმარტა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები